მანჩესტერი და ჩელსი ბრძოლას ჩამოშორდნენ - ფრენკი დე იონგის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
უდიდესი ალბათობით, ფრენკი დე იონგი ამ ზაფხულს კლუბს არ შეიცვლის.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელის შეძენისკენ ახალი ნაბიჯების გადადგმას აღარ აპირებს, რადგან დე იონგმა მათთან გადასვლა არ ისურვა. მოლაპარაკებებში პროგრესს ვერც ლონდონის „ჩელსიმ“ მიაღწია.
იურგენ კლოპმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ მაღალი ტრავმიანობის გამო, გუნდი ნახევარმცველს ეძებს, თუმცა ფრენკის დაპატიჟებით, როგორც SBC Sports-ის ზემოთხსენებული ჟურნალისტი იტყობინება, არ ინტერესდება.
ამ ყველაფრის და თავად დე იონგის დარჩენის სურვილის გამო, უდიდესი ალბათობით, მინიმუმ იანვრამდე ჰოლანდიელი „ბარსას“ ფეხბურთელი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენკიმ აზრი შეიცვალა და მზადაა კლუბთან ხელფასის შემცირებაზე მოილაპარაკოს, რის გაკეთებასაც აქამდე არაფრით არ თანხმდებოდა.