ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლუკას პაკეტა კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

ოფიციალურად: ლუკას პაკეტა კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 29 აგვ 2022, 22:34

„ლიონის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბრაზილიელი ლუკას პაკეტა კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ლონდონურმა „ვესტ ჰემმა“ ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

პაკეტამ „ჩაქუჩებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ ერთი წლით გახანგრზლივების პერსპექტივით.

მთლიანობაში ტრანსფერი „ვესტ ჰემს“ 60 მილიონი ევრო დაუჯდება, საიდანაც 43 მილიონი მოჭრილი თანხაა, 17 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

25 წლის ბრაზილიელი „ლიონში“ „მილანიდან“ 2020 წელს 20 მილიონ ევროდ გადავიდა და გუნდის მაისურით 80 ჩატარებულ შეხვედრაში 21 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.