ორივე გუნდში საუკეთესო! - როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ატლეტიკოსთან მატჩში?

ლა ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ვალენსია" შინ "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ღამურების ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
მიუხედავად მარცხისა, მამარდაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა, 4 ურთულესი ბურთი მოიგერია და ყველაზე მეტი, 7.5 შეფასებაც დაიმსახურა.