ავტორიზაცია

ოფიციალურად: ედი კავანი გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იქნება

ოფიციალურად: ედი კავანი გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იქნება
თარიღი 30 აგვ 2022, 13:04

ვეტერანი ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს.

„ვალენსიამ“ ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, ედიმ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ღამურების“ გარდა, კავანიზე პრეტენზიას „ვილიარეალი“ და „სოსიედადიც“ აცხადებდნენ, რომლებიც ფეხბურთელს მაქსიმუმ ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ, „ვალენსიამ“ კი კონკურენტებს ორწლიანის შეთავაზებით აჯობა.

ედინსონის უკანასკნელი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, რომელშიც მან ორი სეზონი გაატარა და ზაფხულის დასაწყისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ლა ლიგის გუნდების გარდა, კავანის მიმართ ინტერესს არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ იჩენდა, თუმცა ურუგვაელმა ევროპულ ფეხბურთში დარჩენა არჩია.