ავტორიზაცია

ოფიციალურად: ტოტენჰემმა ატალანტას მცველი გამოისყიდა

ოფიციალურად: ტოტენჰემმა ატალანტას მცველი გამოისყიდა
თარიღი 30 აგვ 2022, 15:58

არგნეტინელი მცველი კრისტიან რომერო „ატალანტადან“ „ტოტენჰემში“ სრულფასოვნად გადავიდა.

ლონდონურმა კლუბმა 24 წლის ფეხბურთელი 50 მილიონ ევროდ გამოისყიდა, გასული სეზონი მან „დეზებში“ იჯარით გაატარა.

ფაბრიციო რომანოს ინფორამციით, რომერომ „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

გასულ სეზონში არგენტინელმა ცენტრალურმა მცველმა პრემიერ ლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მას ოთხ ტურში ორი მატჩი დაუგროვდა.