"დაბრუნება სასიხარულოა" - სანიოლმა საქართველოში ჩამოსვლა ორიგინალურად გვამცნო

საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი თბილისში ჩამოვიდა და მოახლოებული მატჩებისთვის ემზადება.
"დაბრუნება სასიხარულოა", - წერს სანიოლი სოციალურ ქსელში და ხინკლის ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის თვეში ჩვენი ნაკრები ერთა ლიგაზე მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებს შეხვდება.