ავტორიზაცია

"ერთხელ, რონალდუმ იუვენტუსში თანაგუნდელზე ხელი ასწია", - ტურინული გუნდის ექს-ფეხბურთელი

"ერთხელ, რონალდუმ იუვენტუსში თანაგუნდელზე ხელი ასწია", - ტურინული გუნდის ექს-ფეხბურთელი
თარიღი 30 აგვ 2022, 20:53

„იუვენტუსის“ ექს-ფეხბურთელმა მასიმო მაურომ გაამხილა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ტურინულ გუნდში თანაგუნდელზე ხელი ასწია.

„ნუ ადარებთ მას მარადონას. დიეგო თანაგუნდელებში პოპულარობით სარგებლობდა, რონალდუ კი გასახდელს ანადგურებდა.

ერთხელ, კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელზე გასახდელში ხელი ასწია. ფედერიკო კიეზამ უნდა დააგროვოს სიმამაცე და ამის შესახებ ისაუბროს. 

ამ მიზეზით, პირლომ თავის ბოლო მატჩში რონალდუ მოედანზე აღარ შეუშვა.

კრიშტიანუ ტურინში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ჩავიდა და ერთადერთი, რასაც მან ვერ მიაღწია - ეს სწორედ ჩემპიონთა ლიგაა. ის სულ მეოთხედფინალში ან მერვედფინალებში ვარდებოდა.“ - აღნიშნა „იუვენტუსის“ ექს-ნახევარმცველმა.