ავტორიზაცია

"ცოტაც დაიცადეთ, სიცრუის მხილება ახლოვდება", - პოგბას ძმა არ ჩერდება და პოლს შამანებთან უფრო მეტ კავშირში სდებს ბრალს

"ცოტაც დაიცადეთ, სიცრუის მხილება ახლოვდება", - პოგბას ძმა არ ჩერდება და პოლს შამანებთან უფრო მეტ კავშირში სდებს ბრალს
თარიღი 31 აგვ 2022, 10:17

პოლ პოგბას ძმის, მათიასის თქმით, „იუვენტუსის“ ნახევარმცველი შამანების დახმარებასისთვის არაერთხელ მიუმართავს.

„ერთადერთი გზა, რომელიც გადარჩენისთვის გამაჩნია - ვამხილო მისი სიცრუე და ტყუილი. ამიტომაც დავადასტურე ინფორმაცია ჯადოქრობაზე, იმიტომ რომ აქ არ არის მნიშვნელოვანი, მუშაობს ის თუ ვერა, ან გჯერათ თქვენ მისი თუ ვერა, უფრო ისაა საყურადღებო, რომ ეს არის სიბოროტის განსახიერება, იმიტომ რომ ეს ჯადოქრები მოითხოვენ, რომ თქვენ ამა თუ იმ რიტუალების შესასრულებლად ცუდი რაღაცები გააკეთოთ.

ამიტომაც, ვიყენებ შესაძლებლობას, რათა ვიკითხო: განა პოლი უარყოფს, რომ დახმარებისთვის შამანებისთვის მიუმართავს? რატომ აღიარა მან პოლიციასთან, რომ შამანებს ფულს უხდიდა, რათა მას ის ტრავმებისგან დაეცვა?

იმისთვის, რომ ტრავმა აირიდო, განა საჭიროა ჯადოქრისთვის მილიონობით ევროს გადახდა, მითუმეტეს, რომ ამან ვერც იმუშავა? გამომძიებლებიც და გასახადასადო ორგანოებიც ამ ყველაფერს ლონდონის ცენტრალურ ბანკში მარტივად გადაამოწმებენ.

გარდა ამისა, მას სურს ყველას დისკრედიტაცია მოახდინოს, ვინც მისი პატარა საიდუმლოები იცის და ამტკიცებს, რომ ფული, რომელსაც ის თავის ბავშვობის მეგობრებს სთავაზობდა, გამოძალვა იყო. მაგრამ რა ვქნათ, თუ ეს ფული ოფიციალური და დარეგისტრირებული საბუთებით არის გამართლებული და მტკიცებულებები არსებობს კეთილსინდისიერი ტრანზაქციის? ეს გამოძალვა არ არის მგონი, არა?

ნებისმიერ შემთხვევაში, მოხარული ვარ, რომ თქვენ ამ მომენტში გვერდში დამიდექით, დიდი მადლობელი ვარ ჩემი უფროსი ძმების, ვინც დამიჯერა. ცოტაც მოითმინეთ, დიდი სიცრუის გამხელა მოახლოვდა.“ - წერს მატიას პოგბა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოგბა შამანებს მბაპესთვის ზიანის მიყენების თხოვნითაც მიმართა.