მორიღი აღიარება - მიქაუტაძე საფანგეთში საუკეთესოთა შორისაა!

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-6 ტურში "მეცი" სტუმრად "როდესს" დაუპირისპირდა და 1:4 გაანადგურა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჟორჟ მიქაუტაძე იყო, რომელიც დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში კიდევ ერთხელ მოხვდა.
ლიგა 2-ს მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.