რუმენიგე: "მთელი დარბაზი იცინოდა, როცა ბარსელონა ბაიერნთან მოხვდა ჯგუფში"
კარლ ჰაინც რუმენიგემ რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნის“ წინააღმდეგ მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ბარსელონა“ და „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ერთ ჯგუფში მოხვდნენ და სულ მალე, ორჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ერთხელ „კამპ ნოუზე“ და მეორედ „ალიანც არენაზე“.
„რობერტმა გუნდისთვის უსაზღვროდ ბევრი რამ გააკეთა, ყველა ტიტული მოიგო და ჩვენ პატივისცემით უნდა მივეპყროთ მას და მის მიერ მიღწეულ შედეგებს.
სტამბოლში, კენჭისყრაზე, მთელი დარბაზი იცინოდა, როცა „ბარსელონა“ „ბაიერნთან“ მოხვდა ჯგუფში, „დორტმუნდი“ კი - „მანჩესტერ სიტისთან“.
რობერტი „ბაიერნის“ წინააღმდეგ და ერლინგ ჰოლანდი - „დორტმუნდის“. თითქოს, ეს ყველაფერი საფეხბურთო ღმერთმა დააპროექტა.“ - აღნიშნა „ბაიერნის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა.