ავტორიზაცია

მოურინიო: "ალბათ, არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ერთ ბოთლ ღვინოზე უნდა დაგვპატიჟოს"

მოურინიო: "ალბათ, არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ერთ ბოთლ ღვინოზე უნდა დაგვპატიჟოს"
თარიღი 31 აგვ 2022, 21:52

ჟოზე მოურინიო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ღვინოს ელოდება.

სერია ა-ს მეოთხე ტურის მატჩში „რომამ“ „მონცა“ 3:0 დაამარცხა და დუბლი პაულო დიბალამ გაიტანა, რომლისთვისაც ეს გოლები რომაულ გუნდში პირველი იყო.

ამ მატჩის შემდეგ, მოურინიომ ლიონელ სკალონის მიმართა.

„ალბატ, სკალონიმ ერთ ბოთლ ღვინოზე უნდა დაგვპატიჟოს, რათა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, შემადგენლობაში კიდევ ერთი ტოპ-ფეხბურთელის დაბრუნება აღნიშნოს.

პაულოს ტრავმების რთული ისტორია ჰქონდა, მაგრამ ის უმატებს. ის თავის ნიჭს გუნდისთვის სასიკეთოდ იყენებს. დიბალა იზოლირებული არ არის სხვა ფეხბურთელებისგან, რაც მნიშვნელოვანია.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა.

არგენტინელი დიბალა „რომაში“ ამ ზაფხულს „იუვენტუსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.