შეთანხმება მიღწეულია - სიტი დორტმუნდის ერთ-ერთ წამყვან მცველს იმატებს
შვეიცარიელი მცველი მანუელ აკანჯი დორტმუნდის „ბორუსიადან“ კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.
Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი ინგლისში სამედიცინო შემოწმების გასავლელად უკვე ჩავიდა. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, შვეიცარიელი ფეხბურთელის ტრანსფერს წინ ვეღარაფერი აღუდგება.
„დორტმუნდი“ 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ 2 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
აკანჯის „დორტმუნდთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ამიტომ მომავალ ზაფხულს „ფუტკრებს“ ის შეიძლებოდა უფასოდ დაეკარგათ.
ბუნდესლიგის გასულ სეზონში აკანჯიმ 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.