BREAKING: ბარსელონამ ჟორდი ალბას ტრანსფერი შეათანხმა - ესპანელი მცველი გუნდის დატოვებასთან ახლოსაა

კატალონიელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო მოულოდნელ ინფორმაციას იტყობინება.
„ბარსელონამ“ და „ინტერმა“ ესპანელი მარცხენა მცველის, ჟორდი ალბას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
საუბარია ერთსეზონიან იჯარაზე, რომლის მანძილზეც „ბარსელონა“ ფეხბურთელის ხელფასის 60%-ს გადაიხდის, 40%-ს კი საკუთარ თავზე „ინტერი“ აიღებს.
კლუბებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა ის „ბარსას“ დატოვებას და სერია ა-ში გადაბარგებას.
ასევე გუნდს ტოვებს ამერიკელი მარჯვენა მცველი სერჟინიო დესტი ტოვებს, რომელიც კარიერას „მილანში“ გააგრძელებს.
დესტის შემთხვევაშიც ერთწლიანი იჯარაა გათვალისწინებული, რომლის დასრულების შემდეგაც „მილანს“ ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლება.