ავტორიზაცია

VIDEO: იდეალური სტარტი გრძელდება - არსენალმა ბრაზილიელების გოლით სტივი ჯის ასტონ ვილა დააგდო

თარიღი 01 სექ 2022, 00:30

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „არსენალმა“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და იდეალური სერია გააგრძელა.

„ემირეითსზე“ ჩატარებულ შეხვედრაში „მეთოფეებმა“ „ასტონ ვილას“ 2:1 აჯობეს და ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნეს.

30-ე წუთზე ანგარიში გაბრიელ ჟესუსმა გახსნა, 74-ზე დუგლას ლუისმა სტივი ჯის გუნდი თამაშში დააბრუნა და თითქოს „არსენალის“ ზედიზედ მე-5 გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა.

თუმცა, სამ წუთში სხვა ბრაზილიელმა, გაბრიელ მარტინელიმ გამოიჩინა თავი და „არსენალს“ ზედიზედ მე-5 მატჩი მოაგებინა.

ჯერარდი კი „ასტონ ვილასთან“ ერთად სეზონს საშინლად იწყებს - გუნდს 5 ტურის შემდეგ 1 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს და ბოლოსწინა პოზიციაზეა.

მიმოხილვა იტვირთება.