VIDEO: ვლაჰოვიჩის ჯარიმა და მილიკის გოლი დებიუტშივე - იუვენტუსმა აუღელვებლად მოიგო
სერია ა-ს მეოთხე ტურში „იუვენტუსმა“ შინ „სპეცია“ დაამარცხა.
„ალიანც სტედიუმზე“ გამართული მატჩი ტურინულმა გუნდმა მშვიდად 2:0 მოიგო.
მე-9 წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა ზედიზედ მე-2 მატჩში ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა, მატჩში წერტილი კი 85-ე წუთზე მოედანზე გამოსულმა დებიუტანტმა, არკადიუშ მილიკმა დასვა.
90+1 წუთზე მირეტის პასით პოლონელმა ტაბლოზე თავისი გვარი და საბოლოო ანგარიში ერთად დააფიქსირა.
4 ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ 8 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, ლიდერი კი „რომაა“, რომელსაც 10 ქულა აქვს.