ავტორიზაცია

VIDEO: უმძიმესი გამარჯვება მე-8 დამატებულ წუთზე! ლივერპულმა ნიუკასლს დიდ ბრძოლაში აჯობა

თარიღი 01 სექ 2022, 01:10

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „ლივერპულმა“ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

„ენფილდზე“ კლოპის გუნდმა „ნიუკასლს’ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 იმარჯვა.

38-ე წუთზე ანგარიში „კაჭკაჭების“ ვარსკვლავურმა ახალწვეულმა, ალექსანდრ ისაკმა გახსნა და თავის გუნდს ტაიმი მოაგებინა.

61-ე წუთზე სალაჰის პასით წონასწორობა რობერტო ფირმინომ აღადგინა და როცა ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, 90+8 დამატებულ წუთზე ფაბიო კარვალიომ კვლავ სალაჰის პასით მოახერხა კლოპის გუნდისთვის ამ სეზონში მე-2 გამარჯვების მოტანა.

ამრიგად, ვიცე-ჩემპიონმა 8 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზე გადავიდა, „ნიუკასლი“ კი 5 ტურის შემდეგ 1 მოგებით, 3 ფრით და აწ უკვე 1 მარცხით მე-11 ადგილზეა.