ავტორიზაცია

პსვ-მ გადაწყვეტილება მიიღო - გაკპოს მომავალი ცნობილია

პსვ-მ გადაწყვეტილება მიიღო - გაკპოს მომავალი ცნობილია
თარიღი 01 სექ 2022, 11:39

როგორც უცხოური გამოცემებიდან ვიგებთ "პსვ"-ს 23 წლის შემტევის კოდი გაკპოს მომავალი ცნობილია.

The Athletic-ს ცნობით, "ლიდსი იუნაიტედის" სპორტული დირექტორი ვიქტორ ორტა, გუშინ ეინდჰოვენში იყო რათა ნიდერნალდელი ფეხბურთელის ტრანსფერი შეეთანხმებინა, მაგრამ ის დღეს ინგლისში შეთანხმების გარეშე დაბრუნდა.

ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "საუტჰემპტონი" მუშაობდა ფეხბურთელის ტრანსფერზე, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ამგვარად, "პსვ"-ს ხელმძღვანელობამ ყველაფერი შეთავაზება დაბლოკა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შენარჩუნება მოახერხა.