ავტორიზაცია

ფეხბურთელების დამატების შემდეგ, პსჟ გუნდიდან ერთ მოთამაშეს უშვებს

ფეხბურთელების დამატების შემდეგ, პსჟ გუნდიდან ერთ მოთამაშეს უშვებს
თარიღი 01 სექ 2022, 12:41

"პსჟ"-ს 26 წლის მცველი აბდუ დიალო იჯარის წესით გერმანულ "ლაიფციგში" ითამაშებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, სენეგალელი ფეხბურთელი ამჟამად გერმანიაშია და სამედიცინო შემოწმებას გადის. კლუბებს შორის შეთანხმება გუშინ შედგა.

როგორც ცნობილი ხდება, დიალო "ლაიფციგს" სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერდება, ხოლო ტრანსფერის გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. 

აღსანისნავია, რომ დიალოს მიმდინარე ლიგა 1-ის გათამაშებაში არცერთხელ უთამაშია და მხოლოდ წინასასეზონო სპარინგ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.