სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ლივერპულმა იუვენტუსის ფეხბურთელი დაიმატა
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ლივერპულმა" მოულოდნელი ტრანსფერი განახორციელა.
მერსესაიდელებმა მოლაპარაკებები "იუვენტუსთან" დაასრულეს და არტურ მელო "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდება.
უცნაური ისაა, რომ აქამდე არტურის "ლივერპულში" ტრანსფერზე ბევრი არაფერი იწერებოდა.
ცნობილია, რომ არტური იურგენ კლოპის გუნდში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს.