ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] გოლი გაუტანა და დაინტერესდნენ: ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგაში ითამაშებს?

[EXCLUSIVE] გოლი გაუტანა და დაინტერესდნენ: ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგაში ითამაშებს?
თარიღი 01 სექ 2022, 13:29

მიმდინარე სეზონში ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ბრწყინვალე ფორმაშია და "ფეჰერვარის" ლიდერად იქცა.

კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში ზივზივაძემ "კიოლნთან" ტოპ მატჩი ჩაატარა და გოლითა და საგოლე გადაცემით გუნდს მოაგებინა, თუმცა განმეორებით მატჩში დამარცხდნენ და ჯგუფში ვერ შევიდნენ.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ბუდუს ამ კარგი თამაშის შემდეგ, "კიოლნის" სამწვრთნელო შტაბი ქართველის დამატებით დაინტერესდა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ "კიოლნი" მთავარმა ფორვარდმა ენტონი მოდესტემ დატოვა და "დორტმუნდში" წავიდა.

ჩვენი ცნობით, "კიოლნმა" "ფეჰერვარს" წინადადებით მიმართა, თუმცა როგორც ჩანს, უნგრული კლუბის ხელმძღვანელობა ზივზივაძის გაშვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბუდუს გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი