ავტორიზაცია

მარსელო ახალ გუნდს უახლოვდება - ბრაზილიელი დიდი ალბათობით პრემიერ ლიგაში ითამაშებს

მარსელო ახალ გუნდს უახლოვდება - ბრაზილიელი დიდი ალბათობით პრემიერ ლიგაში ითამაშებს
თარიღი 01 სექ 2022, 17:38

მადრიდის "რეალის" ყოფლმა მარცხენა მცველმა, მარსელომ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

ცნობილი ჟურნალისტის მარტი მირასის ცნობით, 34 წლის მცველი "ლესტერ სიტისთან" 1-წლიანი კონტრაქტის ზღვარზეა. წარმატებული სამედიცინო შემოწმების შემთხვევაში კი მისი "ლესტერში" გადასვლას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

თავდაპირველად ფეხბურთელს ყატარული, თურქული და არაბული კლუბები დაუკავშირდნენ, თუმცა შემდეგ ევროპული გუნდების მხრიდანაც გაჩნდა ინტერესი. 

გასულ სეზონში მარსელომ ყველა ტურნირზე ერთად "სამეფო კლუბის" მაისურით 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.