ავტორიზაცია

BREAKING: ჩელსი იუვენტუსს ნახევარმცველის ტრანსფერზე დაუკავშირდა და მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს

BREAKING: ჩელსი იუვენტუსს ნახევარმცველის ტრანსფერზე დაუკავშირდა და მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს
თარიღი 01 სექ 2022, 21:46

ლონდონის „ჩელსი“ „იუვენტუსს“ შვეიცარიელი საყრდენის, დენის ზაკარიას ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პსვ-ს“ ნახევარმცველის სანგარეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, „ჩელსიმ“ ყურადღება ზაკარიაზე გადაიტანა და „იუვენტუსს“ უმალვე დაუკავშირდა.

ამ ეტაპზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, მხარეები იჯარას განიხილავენ და არაა გამორიცხული, რომ შეთანხმებასაც მალე მიაღწიონ.

მნიშვნელოვანი პირველ რიგში ის არის, რომ თავად ზაკარიას „ჩელსიში“ გადასვლა სურს.

შვეიცარიელი საყრდენი „იუვენტუსს“ გასულ ზამთარს „გლადბახიდან“ 8 მილიონ ევროდ შეუერთდა.