ავტორიზაცია

ოფიციალურად: იულიან დრაქსლერმა პსჟ დატოვა და პორტუგალიის ჩემპიონატში გადავიდა

ოფიციალურად: იულიან დრაქსლერმა პსჟ დატოვა და პორტუგალიის ჩემპიონატში გადავიდა
თარიღი 01 სექ 2022, 21:53

„პსჟ-ს“ გერმანელი ნახევარმცველი კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელებს.

იულიან დრაქსლერი ერთწლიანი იჯარით „პსჟ-დან“ „ბენფიკაში“ გადავიდა.

ახალ გუნდში გერმანელი შემტევი 93-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და იჯარის დასრულების შემდეგ, „ბენფიკას“ მისი გამოსყიდვა 2.5 მილიონ ევროდ შეეძლება.

28 წლის იულიან დრაქსლერი „პსჟ-ში“ 2017 წელს 36 მილიონ ევროდ „ვოლფსბურგიდან“ გადავიდა და უგნდის მაისურით 198 გამართულ  მატჩში 26 გოლი და 41 საგოლე გადაცემა მიითვალა.

Image