ავტორიზაცია

დენის ზაკარია იუვენტუსიდან კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს

დენის ზაკარია იუვენტუსიდან კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს
თარიღი 01 სექ 2022, 22:01

„იუვენტუსის“ შვეიცარიელი ნახევარმცველი დენის ზაკარია კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ჩელსიმ“ და „იუვენტუსმა“ ყველანაირი დეტალი შეათანხმეს და ზაკარია „სტემფორდ ბრიჯზე“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადავა. 

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ლონდონურ კლუბს მისი გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლება. 

ამ წუთებში შვეიცარიელი ფეხბურთელი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდეგაც ლონდონში გაფრინდება. 

ზაკარია „იუვენტუსში" გასულ ზამთარს „გლადბახიდან" 8 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა ტურინული გუნდის სასტარტოში ფეხი ვერ მოიკიდა.