ავტორიზაცია

ოფიციალურად: სიმონე ინძაგიმ ინტერში ლაციოდან კარგად ნაცნობი მცველი წამოიყვანა

ოფიციალურად: სიმონე ინძაგიმ ინტერში ლაციოდან კარგად ნაცნობი მცველი წამოიყვანა
თარიღი 01 სექ 2022, 22:18

„ინტერმა“ „ლაციოს“ გამოცდილი მცდელი დაიმატა.

მილანურ გუნდს 34 წლის იტალიელი მცველი ფრანჩესკო აჩერბი ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. 

აჩერბი „ლაციოში“ 2018 წლიდან თამაშობს, ის „ნერაძურის“ მთავარ მწვრთნელს სიმონე ინძაგის „არწივებში“ ერთად მუშაობის დროიდან ძალიან კარგად იცნობს.

როგორც იტალიური პრესა წერს, იჯარის დასრულების შემდეგ „ინტერს“ ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.