ავტორიზაცია

ჩელსიმ მილანს 80 მილიონი ევრო შესთავაზა, მალდინი 150-ს ითხოვს

ჩელსიმ მილანს 80 მილიონი ევრო შესთავაზა, მალდინი 150-ს ითხოვს
თარიღი 01 სექ 2022, 22:24

ცნობილი გახდა „ჩელსის“ და „მილანის“ მოლაპარაკებების დეტალები.

The Times-ის ინფორმაციით, „ლურჯებმა“ პორტუგალიელი რაფაელ ლეაუს სანაცვლოდ „მილანს“ 80 მილიონი ევრო შესთავაზა. 

თუმცა, „როსონერიმ“ უარი განაცხადა და გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა, პაულო მალდინიმ ტრანსფერი დაუყონებლივ დაბლოკა.

„ჩელსისთვის“ ლეაუს შეძენის ერთადერთი შანსი - მისი გამოსასყიდის გადახდაა, რომელიც 150 მილიონ ევროს შეადგენს. 

დამატებით სირთულეებს აჩენს ის, რომ „მილანს“ ტრანსფერის თანხიდან 19 მილიონი ევრო „სპორტინგისთვის“ ექნება გადასახდელი, შესაბამისად „როსონერისთვის“ 80 მილიონზე დათანხმება გამორიცხული იყო.