ავტორიზაცია

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიამ პირველ გუნდში დაარეგისტრირა

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიამ პირველ გუნდში დაარეგისტრირა
თარიღი 02 სექ 2022, 00:45

გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიამ" პირველ გუნდში დაარეგისტრირა. 21 წლის მეკარე აქამდე მეორე გუნდის წევრად ითვლებოდა, ამ ეტაპზე ლა ლიგის საიტზე პირველი გუნდის წევრადაა მითითებული.

როგორც ესპანური მედია წერს, "ღამურებიმა" ეს ნაბიჯი ქართველი მეკარისთვის კონტრაქტის 2027 წლამდე გასახანგრძლივებლად და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროს ჩასაწერად გადადგეს.

შეგახსნებთ, რომ მამარდაშვილი ესპანური გუნდში 2021 წლიდან თამაშობს. ლა ლიგის 21 შეხვედრაში 22 გოლი გაუშვა, 9-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.