არანაირი ტრანსფერის ჩაშლა, ხელიც მოწერილია - უახლესი ინფორმაცია დავითაშვილის ტრანსფერზე

ფრანგულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ზურიკო დავითაშვილის "ბორდოში" ტრანსფერი დოკუმენტების დროულად არ გაგზავნის გამო ჩაიშალა.
ეს კი იმის ფონზე მოხდა, რომ "ბორდომ" გუშინ ახალწვეულები წარადგინა, სადაც დავითაშვილი არ იყო.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, დავითაშვილის "ბორდოში" ტრანსფერი არ ჩაშლილა, მას კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი აქვს და გუშინ ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
"ბორდო" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოეს საათებში ოფიციალურად დაადასტურებს.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი