ავტორიზაცია

"სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა და სხვა ფეხბურთსაა მიჩვეული",- ლუჩიანო სპალეტი კვარაცხელიაზე

"სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა და სხვა ფეხბურთსაა მიჩვეული",- ლუჩიანო სპალეტი კვარაცხელიაზე
თარიღი 02 სექ 2022, 17:44

ხვალ, იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში "ნაპოლი" რომის "ლაციოს" სტუმრად დაუპირისპირდება.

ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე შესახებ ისაუბრა. 

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ხვიჩას  დრო სჭირდება და ადაპტაციის პერიოდი აუცილებლად გასავლელი პროცესია.

"იმაში გასაკვირი არაფერია, რომ კვრამ ბოლო ორი თამაში ისე ვერ ითამაშა, როგორც საწყის ორ ტურში. მისი თამაში ასევე დამოკიდებულია მეტოქეთა სიძლიერეზე. ის სხვა ქვეყნიდან მოვიდა და სხვა ფეხბურთსაა მიჩვეული. 

მას იტალიურ ფეხბურთთან შეგუება სჭირდება. ადაპტაციის პერიოდში მეტ ენერგიას ხარჯავ და რაღაც ისე არაა, მაგრამ ეს პერიოდი აუცილებლად გასავლელია. ",- განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს საწყის 4 ტურში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.