"შვებას ვგრძნობ", - ხავიმ ბარსელონას სატრანსფერო ფანჯარა შეაფასა
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ხავი იმედოვნებს, რომ „ბარსელონა“ შესანიშნავ სეზონს გაატარებს.
„მე ყოველდღე წნეხს და ზეწოლას ვგრძნობ. თუ იგებ - შესანიშნავია, მაგრამ თუ მარცხდები - სამარცხვინოა და მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ გაქვს. არაფერს დავიშურებ, რომ ყველაფერი კარგად იყოს.
ძალიან აღელვებული ვარ და ვფიქრობ, რომ შეიძლება კარგი სეზონი გამოგვივიდეს, პოზიტიურ რაღაცებს ვხედავ. ფეხბურთი და ბურთი გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ, ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ შვებას ვგრძნობ. ჩვენ გუნდურად ვმუშაობდით და შთამბეჭდავად ვიშრომეთ.
კმაყოფილები ვართ იმით, სადაც ვართ ამჟამად. გვყავს შემადგენლობა, რომ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ და ახლა ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.“ - აღნიშნა „ბარსას“ მწვრთნელმა.