ავტორიზაცია

ოფიციალურად: უეფამ პსჟ, იუვენტუსი და კიდევ 6 კლუბი ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევისთვის დააჯარიმა

ოფიციალურად: უეფამ პსჟ, იუვენტუსი და კიდევ 6 კლუბი ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევისთვის დააჯარიმა
თარიღი 02 სექ 2022, 22:37

8 კლუბი, მათ შორის „პსჟ“ და „იუვენტუსი“ ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევისთვის დაისაჯნენ.

პარიზულმა კლუბმა უეფასგან ყველაზე დიდი ჯარიმა მიიღო - 10 მილიონი ევრო, „რომა“ 5 მილიონით დაჯარიმდა, „ინტერი“ – 4-ით, „იუვე“ – 3.5-ით.

„მილანს“ 2 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, „ბეშიქთაშს“ – 600 ათასის, „მარსელი“ და „მონაკო“ კი 300-300 ათას ევროს გადაიხდიან.

გამოძიების ანალიზი 2018, 2019, 2020, 2021 და 2022 ფინანსურ წლებს მოიცავდა. 2020-21 წლებში განსაკუთრებული წესები მოქმედებდა კოვიდის გამო. ეს ორი წელი ფასდებოდა როგორც ერთიანი პერიოდი.

ფინანსური ფეირ-პლეის დამრღვევმა 8 კლუბმა 172-მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა და შეთანხმებაც გააფორმეს. გარიგება ასე მუშაობს: თანხის 15% (26 მლნ ევრო) სრულად უნდა იქნეს გადახდილი, დანარჩენი თანხა კი კლუბების სხვადასხვა მიზნების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

თუ ეს პირობები არ შესრულდება, კლუბების ჯარიმები გაიზრდება. მაგალითად, „პსჟ“ 10-ს ნაცვლად 65-ს გადაიხდის, „იუვენტუსი“ კი 3.5-ს ნაცვლად 23-ს.