"100 მილიონი ევრო მუსიალას სანაცვლოდ? ის არ იყიდება ",- ჰასან სალიჰამიჯიჩი

მიუნჰენის "ბაიერნის" სპორტულ დირექტორს ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ ჯამალ მუსიალასთან განშორებას არ აპირებენ.
როგორი იქნება თქვენი ქმედება თუ მომავალ წელს მუსიალას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს შემოგთავაზებენ?
"ის არ იყიდება",- განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის გათამაშების 3 შეხვედრაში სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა. მისი სატრანსფერო ფასი (Transfermarkt) 65 მილიონ ევროს შეადგენს.