უიქენდის ტოპ 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
ქართული და ევროპული ფეხბურთის გულშემატკივარს ამ უიქენდზე ბევრი საინტერესო მატჩი ელის.
გთავაზობთ 5 გამორჩეულ მატჩს ამ უიქენდზე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
ლაციო - ნაპოლი (3 სექტემბერი, 22:45)
სერია ა-ს ტურის ერთ-ერთი გამოკვეთილი შეხვედრა "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგება. ჩვენთვის ეს მატჩი ორმაგ ინტერესს იწვევს, რადგან "ნაპოლის" რიგებში ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.
ევერტონი - ლივერპული (3 სექტემბერი, 15:30)
მიუხედავად იმისა, რომ "ევერტონი" ამ სეზონში სუსტი გუნდია, მერსესაიდული დერბი მაინც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. იურგენ კლოპის გუნდმა სეზონი წარუმატებლად დაიწყო და ახლა მათ ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ.
სევილია - ბარსელონა (3 სექტემბერი, 23:00)
ანდალუსიელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერდნენ, თუმცა 3 ტურის შემდეგ ჯერ თამაში არ მოუგიათ. პირველი გამარჯვების მოპოვებას კი ისინი, არც მეტი არც ნაკლები, "ბარსელონას" წინააღმდეგ შეეცდებიან.
მილანი - ინტერი (3 სექტემბერი, 20:00)
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ უიქენდის ყველაზე გამორჩეული მატჩი სწორედ მილანური დერბია. ზედმეტი ახსნა არ სჭირდება, თუ რას წარმოადგენენ ეს გუნდები ერთმანეთისთვის, რა დატვირთვა აქვს ამ თამაშს და რა დაძაბული მატჩი ელის გულშემატკივარს.
მანჩესტერ იუნაიტედი - არსენალი (4 სექტემბერი, 19:30)
ზედიზედ 2 წაგებული მატჩის შემდეგ, "მანჩესტერმა" ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და ლიდერებში გაერია. "არსენალმა" კი სეზონი დიდებულად დაიწყო, 5-დან 5 შეხვედრა მოიგო და პრემიერ ლიგის ლიდერია.