ავტორიზაცია

ბაიერნის პრეზიდენტი რასიზმისა და ჰომოფობიის შესახებ: "ხალხი ცდება, როცა ფიქრობს, რომ ეს პრობლემები მათი საქმე არ არის"

ბაიერნის პრეზიდენტი რასიზმისა და ჰომოფობიის შესახებ: "ხალხი ცდება, როცა ფიქრობს, რომ ეს პრობლემები მათი საქმე არ არის"
თარიღი 03 სექ 2022, 15:20

მიუნჰენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა რასიზმისა და ჰომოფობიისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

- როგორ აფასებთ რასიზმისა და ჰომოფობიის მიმართ დამოკიდებულებაზე?

- ვფიქრობ, რომ ბევრი ცდება, როდესაც ამბობს, რომ ეს მათი საქმე არ არის. სამწუხაროდ, რასიზმი ხშირად ქვეცნობიერად ვლინდება. სამწუხაროდ, სტადიონზე ინციდენტები ყოველთვის ხდება. ამიტომ, ამ საკითხზე და ცნობიერების ამაღლებაზე არ უნდა შეჩერდეს. 

რაც შეეხება ჰომოფობიას, ჩვენ წლების განმავლობაში მხარს ვუჭერდით ჩვენს ლგბტ ფანკლუბს Queerpass Bayern-ს კრისტოფერ ქუჩის დღეს. "ალიანს არენა", ცისარტყელის ფერებში არის ცნობილი გზავნილი, ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ, სიგნალი მრავალფეროვნობის და ტოლერანტობისა.

- რას ფიქრობთ იმ ფაქტზე, რომ ლეონ გორეცკა და მსგავსი მოთამაშეები, პირადად ებრძვიან რასიზმს?

- ზოგადად, მომწონს ფაქტი, რომ ახალი თაობა საუბრობს სოციალურ საკითხებზე, როგორიცაა რასიზმი ან ზოგადად მრავალფეროვნება. ",- განაცხადა ჰერბერტ ჰაინერმა.