ავტორიზაცია

VIDEO: მილიკი კვლავ იტანს, იოვიჩმა კი პენალტი გააცუდა - იუვენტუსმა სტუმრად ფიორენტინას ვერ აჯობა

თარიღი 03 სექ 2022, 19:14

სერია ა-ს მე-5 ტურში „ფიორენტინამ“ და „იუვენტუსმა“ ქულები გაიყვეს.

სტადიონ „არტემიო ფრანკიზე“ გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მე-9 წუთზე „იუვე“ არკადიუშ მილიკმა დააწინაურა, რომელმაც მეორე მატჩში მეორე გოლის გატანა მოახერხა.

29-ე წუთზე კუამემ ანგარიში გაათანაბრა, 44-ზე კი ლუკა იოვიჩს თავისი გუნდის წინ გაყვანაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ „იუვეს“ 2 გამარჯვება და 3 ფრე დაუგროვდა და გუნდი 9 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს, „ფიორენტინა“ კი 6 ქულით მე-10-ა.