ავტორიზაცია

მერსისაიდულ დერბიში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - გუდისონ პარკმა უგოლო ფრე იხილა

მერსისაიდულ დერბიში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - გუდისონ პარკმა უგოლო ფრე იხილა
თარიღი 03 სექ 2022, 19:21

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში მერსისაიდული დერბი გაიმართა.

„გუდისონ პარკზე“ „ევერტონმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 0:0.

ყველაზე რეალური მომენტი ამ მატჩში „ლივერპულს“ ჰქონდა, როცა ერთ შეტევაში ჯერ დარვინ ნუნიესმა და შემდეგ ლუის დიასმა ბურთი ძელს მოარტყეს.

69-ე წუთზე კოადიმ „ევერტონი“ წინ გაიყვანა, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.

ამრიგად, „ლივერპული“ 6 ტურის შემდეგ 2 გამარჯვებით, 3 ფრით და 1 მარცხით მე-5 ადგილს 9 ქულით იკავებს, „ევერტონი“ კი კვლავაც მოუგებელია და 4 ქულით მე-17 პოზიციაზეა.