VIDEO: ზედიზედ მე-2 მოუგებელი მატჩი ბუნდესლიგაში! ბაიერნმა სტუმრად უნიონს ვერ მოუგო
ბუნდესლიგის მე-5 ტურში „ბაიერნი“ სტუმრად „უნიონ ბერლინს“ დაუზავდა - ფრე 1:1.
მე-12 წუთზე ბეკერმა მასპინძელი გუნდი დააწინაურა, თუმცა 15-ზე იოზუა კიმიხმა ანგარიში ბრწყინვალე გოლით გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, „ბაიერნმა“ ზედიზედ მე-2 მატჩი ვერ მოიგო ბუნდესლიგაში, წინა ტურში გუნდი შინ „გლადბახს“ დაუზავდა.
ბერლინი კი ამ სეზონის ერთ-ერთი სენსაციაა, გუნდი 5 ტურის შემდეგ ისევ წაუგებელია და „ბაიერნის“ მსგავსად 11 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.