ავტორიზაცია

VIDEO: რაფა ლეაუს და მაიკ მენიოს სახელობის გამარჯვება - მილანმა ზედიზედ მე-2 მილანური დერბი მოიგო

თარიღი 03 სექ 2022, 22:00

სტადიონ „სან სირომ“ ბრწყინვალე დერბი დელა მადონინა იხილა.

ნომინალური მასპინძლის სტატუსით მქონე „მილანმა“ „ინტერს“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 აჯობა და 2011 წლის შემდეგ პირველად ზედიზედ მეორე დერბი მოიგო.

21-ე წუთზე ბროზოვიჩმა „ინტერი“ დააწინაურა, 28-ზე ლეაუმ „ნერაძურის“ სწრაფი პასუხი გასცა და ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

54-ე წუთზე ლეაომ ჟირუს გაატანინა, 60-ზე კი თავად დუბლი მიითვალა და „მილანი“ წინ ორი ბურთით გაიყვანა.

დარჩენილ დროში „ინტერმა“ 67-ზე ჯეკოს გოლით ერთი ბურთი გაქვითა და რამდენჯერმე ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდა, თუმცა მაიკ მენიომ საკუთარი კარი კარგად დაიცვა და მეტოქეს გოლი აღარ გაატანინა.

ამრიგად, „მილანმა“ 11 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე ცხრილს სათავეში ჩაუდგა, „ინტერი“ კი 9 ქულით მე-5 პოზიციაზეა.