ავტორიზაცია

VIDEO: სევილია უფრო და უფრო იძირება - ბარსელონამ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა

თარიღი 04 სექ 2022, 01:15

ლა ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში „ბარსელონამ“ სტუმრად „სევილია“ გაანადგურა.

შეხვედრა „სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ანგარიში 21-ე წუთზე რაფინიამ გახსნამ 36-ზე რობერტ ლევანდოვსკიმ მორიგი გოლი შეაგოდ, 50-ზე კი ერიკ გარსიამ წერტილი დასვა.

ამრიგად, „ბარსამ“ ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში 10 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, წინ მხოლოდ „რეალია“ (12).

„სევილია“ კი სეზონს საშინლად იწყებს, გუნდს 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს.