ავტორიზაცია

"საერთოდ არ მიკვირს" - ნაპოლის მწვრთნელმა კვარაცხელია კიდევ ერთხელ შეაქო

"საერთოდ არ მიკვირს" - ნაპოლის მწვრთნელმა კვარაცხელია კიდევ ერთხელ შეაქო
თარიღი 04 სექ 2022, 02:04

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ლაციოს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

"კვარაცხელია? საერთოდ არ მიკვირს, რომ ასე კარგად თამაშობს. ის ძალიან ტექნიკურია და ბურთთან ახლო ურთიერთობა აქვს.

ის რუსეთში თამაშობდა და ჩვენთან რამდენიმე თვის წინ მოვიდა. ზოგადად, უცხოელი ფეხბურთელისთვის აქ პირდაპირ მაღალ დონეზე თამაში ადვილი არ არის, თუმცა კვარაცხელიამ ეს შეძლო", - განაცხადა სპალეტიმ.