კვარაცხელია მილანის შემტევთან ერთად სერია A-ში გოლს+პასი სისტემით საუკეთესოა
იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში, "ნაპოლი" სტუმრად "ლაციოს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ხვიჩამ "სტადიო ოლიმპიკოზე" გამარჯვების გოლი შეხვედრის 61-ე წუთზე გაიტანა.
ქართველ შემტევს გოლს+პასის სისტემით 5 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით ლიგაში პირველ ადგილს "მილანის" შემტევ რაფაელ ლეაოსთან ერთად ინაწილებს. ამის შესახებ Opta Sports-ი იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 10 სექტემბერს სერია A-ს ეგიდით "სპეციას" დაუპირისპირდება.