"ბარსელონა ზამთარში მამარდაშვილის შეძენას შეეცდება ",- ესპანური გამოცემა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ევროპული გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის დამატებით ევროპული გრანდები ინტერესდებოდნენ.
ესპანური გამოცემის Elgoldigital-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ზამთარში 21 წლის ქართველის დამატებას განიხილავს.
ბარსელონას სამწვრთნელო შტაბსა და ბორდის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი სეზონიდან მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბლაუგრანას" ღირსებას აღარ დაიცავს. ესპანურ კლუბს მისი გაყიდვა მოუწევს, რადგან 2025 წელს გერმანელი თავისუფალი აგენტი ხდება. მას შემდეგ, რაც ესპანურმა გრანდმა კარლოს სოლერისა და ხოსე გაიას შეძენა ვერ შეძლო, "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გიორგი მამარდაშვილის გაფორმებას ეცდება.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს "ღამურებთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 10 მილიონს შეადგენს.