ავტორიზაცია

VIDEO: რაშფორდის დომინაცია - მანჩესტერმა არსენალის წაუგებელ სერიას ბოლო მოუღო

თარიღი 04 სექ 2022, 21:29

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ აქამდე დაუმარცხებელი და შეუჩერებელი „არსენალი“ დაჯაბნა.

შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

დუბლით თავი მარკუს რაშფორდმა გამოიჩინა, ერთი გოლი კი დებიუტანტმა ენტონიმ გაიტანა.

„არსენალის“ რიგებში მე-60 წუთზე ანგარიში ბუკაიო საკამ გაათანაბრა, თუმცა ეს ლონდონელთა წაუგებელი სვლის გასაგრძელებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამრიგად, არტეტას გუნდმა ლიგაში პირველი ქულები დაკარგა, „იუნაიტედმა“ კი სტარტზე 2 წაგების შემდეგ ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო.