ავტორიზაცია

ტენ ჰაგი: "მანჩესტერმა არსენალთან მატჩისთვის დასახული გეგმა ვერ შეასრულა"

ტენ ჰაგი: "მანჩესტერმა არსენალთან მატჩისთვის დასახული გეგმა ვერ შეასრულა"
თარიღი 04 სექ 2022, 23:27

ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ „არსენალთან“ 3:1 მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

„არსენალის შეტევების დროს არ ვღელავდი. ვიცი, რომ ჩვენს დაცვას მასთან გამკლავება შეუძლია, მიუხედავად იმისა რომ კრეატიული მეტოქე გვყავდა. „ემიუს“ უკეთ შეეძლო მოქმედება, მაგრამ ჩვენ არც ისე დიდი ხანია ერთად ვართ, როგორც „არსენალი“. როცა თამაშს უკეთ შევისწავლით, უფრო კარგად მოვახერხებთ მის გაკონტროლებას.

 თამაშზე კარგი გეგმა გვქონდა, მაგრამ მოედანზე მისი რეალიზება ვერ მოვახერხეთ, როცა საჭირო იყო. პრობლემები შეგვექმნა და თავის მოგერიება მოგვიწია, მაგრამ ესეც სასიამოვნო სანახავი იო. ასეთი ბრძოლისუნარიანობა ხასიათში ჩაგვიჯდა.

„არსენალი“ კარგად თამაშობდა, მაგრამ ჩვენ თავს დიდებულად ვიცავდით, არ მქონდა შეგრძნება, რომ ეს-ესაა მეტოქე გაგვტეხავს. თავს გუნდურად, თერთმეტივე ფეხბურთელით ვიცავდით.

პრესინგში და ორგანიზაციაში მომატება შეგვიძლია, თამაში უფრო მეტად უნდა ვაკონტროლოთ. არც ისე დიდი ხანია ერთად ვართ, ამიტომ ამაზეც ვიმუშავებთ.“ - აღნიშნა ტენ ჰაგმა.