ავტორიზაცია

"ჩემი აზრით, ის სტილით ძალიან ჰგავს რაფაელ ლეაოს",- კაპელო კვარაცხელიაზე

"ჩემი აზრით, ის სტილით ძალიან ჰგავს რაფაელ ლეაოს",- კაპელო კვარაცხელიაზე
თარიღი 05 Sep 2022, 12:40

Sky Calcio Club-ში საუბრისას ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელია? ეს ფეხბურთელი ძალიან მომწონს. ჩემმა ერთმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, რომ ძალიან ძლიერი იყო და უნდა ვაღიარო, რომ მართალი იყო. "ნაპოლი" მხოლოდ აპლობისმენტებს იმსახურებს, რადგან მათ სწრაფად იმოქმედეს და ყველას დაასწრეს. 

ხვიჩა ძლიერი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ის სტილით ძალიან ჰგავს რაფაელ ლეაოს, ორივე ფეხბურთელს კარგი დრიბლინგი აქვს. ასეთ მოთამაშესთან ერთად ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი", - თქვა  ფაბიო კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 10 სექტემბერს სერია A-ს ეგიდით "სპეციას" დაუპირისპირდება.