ავტორიზაცია

ანხელ დი მარია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს

ანხელ დი მარია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს
თარიღი 05 სექ 2022, 20:00

ანხელ დი მარია თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს.

ხვალ, 6 სექტემბერს, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში „პსჟ-ს“ დაუპირისპირდება.

არგენტინელმა შემტევმა, რომელიც „იუვენტუსში“ ამ ზაფხულს გადავიდა, ტრავმა „სასუოლოსთან“ სერია ა-ს პირველი ტურის მატჩში (3:0) მიიღო, რომელშიც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ფიორენტინასთან“ წინა ტურის მატჩში ის მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე კვლავ შესაცვლელი გახდა.

მასიმილიანო ალეგრის თქმით, 34 წლის ფეხბურთელი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს, მაგრამ როგორც დღეს გაირკვა, დი მარია პარიზულ გუნდთან განაცხადში ვერ მოხვდა.

სამაგიეროდ, განაცხადში მოიძებნა ადგილი „პსჟ-ს“ სხვა ექს-ფეხბურთელისთვის, ლეანდრო პარედესისთვის, რომელიც „იუვეს“ იჯარით შეუერთდა და ოფიციალურად კვლავ პარიზულ გუდნს ეკუთვნის.