ავტორიზაცია

მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, პოგბა ოპერაციას იკეთებს - ითამაშებს თუ არა მუნდილზე ნახევარმცველი?

მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, პოგბა ოპერაციას იკეთებს - ითამაშებს თუ არა მუნდილზე ნახევარმცველი?
თარიღი 05 სექ 2022, 22:15

უახლოეს პერიოდში პოლ პოგბა მენისკის ტრავმის გამო ოპერაციას ჩაიტარებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა დაზიანება ივლისში ვარჯიშზე მიიღო. თავდაპირველად მან ქირურგიულ ჩარევაზე უარი თქვა, რათა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გამგზავრება ეჭვქვეშ არ დამდგარიყო.

თუმცა, ახალმა გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ კონსერვატიულმა მკურნალობამ ვერ გამოიღო საჭირო შედეგები და დღეს, ფეხბურთელს საბოლოოდ მაინც ოპერაციის ჩატარება მოუწევს.

მოსალოდნელია, რომ პოგბას გამოჯანმრთელებას 6 კვირამდე დასჭირდება, თუმცა ოფიციალური ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პოგბა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას პრობლემის გარეშე მოახერხებს, რომელიც ოფიციალურად 20 ნოემბერს იწყება.