ავტორიზაცია

მენდის ერთ-ერთი მსვერპლი ამბობს, რომ ფრანგმა ის იმ მომენტში გააუპატიურა როდესაც სახლში ეძინა

მენდის ერთ-ერთი მსვერპლი ამბობს, რომ ფრანგმა ის იმ მომენტში გააუპატიურა როდესაც სახლში ეძინა
თარიღი 06 სექ 2022, 09:48

ბენჯამინ მენდის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ "სიტის" მცველს გაუპატიურების არაერთ ეპიზოდში ედება ბრალი, ფრანგი კი ყველა ბრალდებას უარყოფს. 

BBC: Chester Crown Court-ში ერთ-ერთმა გოგონამ ფეხბურთელის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მისი თქმით 2021 წლის ივლისში მან ღამის კლუბში მენდისთან  და მის მეგობრებთან ერთად შამპანიური დალია, რის შემდეგადაც მის სახლში წავიდა.

აუზში ბანაობის შემდეგ ქალს მესამე სართულზე ორადგილან საწოლში ჩაეძინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გოგონამ გაეღვიძა, იმის გამო, რომ მენდიმ მისი გაუპატიურებას სცდილობდა.

ქალმა ასევე უპასუხა კითხვაზე, იყო თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მას იმ ღამეს მენდისთან სექსი სურდა. მან უპასუხა: "არა, რადგან მას არც ისე კარგად ვიცნობ".

გოგონამ ამავდროულად თქვა, რომ ამ ფაქტიდან 2-3 თვის წინ, მას ჰქონდა ბენჯამინთან სექსი, მაგრამ მაშინ ის ფხიზლად იყო და ყველაფერი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა.