ავტორიზაცია

ნანატრი დღე დადგა - დღეს ჩემპიონთა ლიგა იწყება და გამორჩეული ტოპ-მატჩი პირველივე სათამაშო დღეს გველის

ნანატრი დღე დადგა - დღეს ჩემპიონთა ლიგა იწყება და გამორჩეული ტოპ-მატჩი პირველივე სათამაშო დღეს გველის
თარიღი 06 სექ 2022, 11:37

დღეს, 6 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება. 

ორი შეხვედრა 20:45 საათზე დაიწყება, დანარჩენი ექვსი კი - 23:00 საათზე, დროები რა თქმა უნდა საქართველოს დროის არის მითითებული.

დღის რვა შეხვედრიდან ყველაზე მეტად ერთი დაპირისპირება ყვირის: პარიზში „პარი სენ-ჟერმენი“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. 

ტურნირს იწყებს მისი მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „რეალიც“, რომელიც შოტლანდიაში ქვეყნის ჩემპიონს „სელტიკს“ დაუპირისპირდება. 

„დინამო ზაგრები“ – „ჩელსი“ (20:45)

Dinamo Zagreb vs Chelsea: How to watch on TV live stream, team news,  lineups & prediction

ხორვატიის ჩემპიონი „დინამო ზაგრები“ ჩემპიონთა ლიგას „ჩელსისთან“ საშინაო შეხვედრით დაიწყებს. გუნდმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მერვედ მოახერხა, რაც შთამბეჭდავი შედეგია, თუმცა ჯგუფში „ზალცბურგის“ და „მილანის“ ყოფნის გამო, დღევანდელ შეხვედრაში დადებითი შედეგი დასჭირდება.

„ჩელსის“ ბოლოდროინდელი ფორმა კითხვებს იწვევს - გუნდი ჩემპიონატში არადამაჯერებლად გამოიყურება და ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 2 წააგო და ერთხელ ფრე ითამაშა. 

ლონდონურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო გასვლითი 11 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო (8 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა).

ეს ორი გუნდი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება.

„დორტმუნდი“ – „კოპენჰაგენი“ (20:45)

ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ, „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. გასულ სეზონში გუნდი ჯგუფში ჩარჩა და წელს შედეგის გაუმჯობესებას ნამდვილად შეეცდება. 

„დორტმუნდისთვის“ ეს ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონთა ლიგაა, რომლის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაც გუნდმა მოახერხა, თუმცა ბოლო ორი სეზონია გერმანული გუნდი პირველი მატჩის მოგებას ვერ ახერხებს (1 წაგება და 1 ფრე წინა ორ სეზონში).

გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ - 2001 წელს, „დორტმუნდმა“ შინაც და გასვლაზეც ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო.

ბენფიკა - მაკაბი (23:00)

„სელტიკი“ – „რეალი“ (23:00)

Real Madrid C.F. 🇬🇧🇺🇸 (@realmadriden) / Twitter

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამდე, „სელტიკის“ კაპიტანმა კალუმ მაკგრეგორმა აღნიშნა, რომ ჯგუფში მადრიდის „რეალთან“ შეხვედრა სურდა და სურვილიც აუსრულდა. შოტლანდიური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე 2017/18-სეზონის შემდეგ პირველად მოხვდა და ქომაგები საოცარ განწყობაზე იქნებიან, რადგან „სელტიკმა“ შაბათს „რეინჯერსი“ 4:0 გაანადგურა.

ბოლო დროს „სელტიკი“ საუცხოო ფორმაშია, გუნდმა ზედიზედ 8 ბოლო შეხვედრა მოიგო და ჯამში 35 გოლი გაიტანა, რაც ქომაგებს იმედებს აძლევს, თუმცა 2012 წელს „ბარსას“ დამარცხების (2:1) შემდეგ, გუნდს ესპანელებთან უარყოფითი ბალანსი აქვს (1 მოგება 3 მარცხი).

მიუხედავად იმისა, რომ „რეალმა“ სეზონი ჩემპიონატში 4-დან 4 მოგებით დაიწყო, კარლო ანჩელოტის მარტივი გამოცდა არ ელის. მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 3 გასვლითი შეხვედრიდან 2 წააგო (პსჟ-სთან და სიტისთან), იმ ერთში კი „ჩელსის“ მოუგო. 

„რეალი“ და „სელტიკი“ ერთმანეთს მეოთხედ შეხვდებიან და აქამდე „რეალი“ ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს იგებს, თუმცა შოტლანდიაში გამართული ერთადერთი მატჩი „სელტიკის“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

„პსჟ“ – „იუვენტუსი“ (23:00)

Big Match Feature: PSG v Juventus | SuperSport

პარიზული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს ახალი მწვრთნელით, ახალი იმედებით და ახალი მოლოდინებით იწყებს. წინა სეზონში გუნდმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალთან“ 150-წუთიანი დომინაციის შემდეგ, ბოლო ნახევარ საათში სრული კრახი განიცადა და კარიმ ბენზემას მსხვერპლი გახდა.

ბევრი ელოდა, რომ ეს მატჩი კილიან მბაპესთვის „პსჟ-სთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელი იქნებოდა, თუმცა არა, ფეხბურთელმა პარიზში დარჩენა ამჯობინა.

შიდა ჩემპიონატში „პსჟ“ ექვსი ტურის შემდეგ მე-11 ჩემპიონობისკენ მიიწევს 5 გამარჯვებით და 1 ფრით, რაც მათ კარგ ფორმაზე მიუთითებს.

„იუვენტუსი“ სეზონს მძიმედ იწყებს, მაგრამ ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, გუნდმა ზაფხულში კარგი ტრანსფერები განახორციელა და გაძლიერდა, მაგრამ დღეს ახალწვეულებიდან ვერც დი მარია დაეხმარება და ვერც პოგბა. ასევე, თითქმის გამორიცხულია ძირითადი გოლკიპერის, ვოიცეხ შესნის მონაწილეობაც.

„პსჟ“ და „იუვე“ ერთმანეთს შვიდჯერ შეხვდნენ და აქამდე სრული უპირატესობა იტალიური გუნდის მხარეს არის, რომელმაც შვიდივე მატჩი მოიგო, თუმცა თუ 2017 წლის ამხანაგურს არ ჩავთვლით, უკანასკნელი მატჩი 1997 წელს გაიმართა.

„ლაიპციგი“ – „შახტარი“ (23:00)

„ზალცბურგი“ – „მილანი“ (23:00)

AC Milan Smash Inter Milan 3-2 In The Derby As Rafael Leao Dominates - The  AC Milan Offside

იტალიის ჩემპიონი მატჩს ძალიან თავდაჯერებული ხვდება, რადგან გასულ უიქენდზე მილანურ დერბიში „ინტერს“ 3:2 მოუგო. გასულ სეზონში „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა ჯგუფში ჩარჩა და წელს ამ შედეგის გაუმჯობესებას ნამდვილად შეეცდება. 

„სევილია“ – „მანჩესტერ სიტი“ (23:00)

Pep: Haaland cannot win CL for City on his own - SportBlogg

ააგროვა თუ არა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭირო მეექვსე ქვა, ერლინგ ჰოლანდის სახით? პრემიერ ლიგაში ნორვეგიელმა სეზონი საოცრად დაიწყო და 6 ტურის შემდეგ, 10 გოლით ბომბარდირთა დავას უპირობოდ და უკონკურენტოდ ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგაზე რა იქნება - გამოჩნდება, თუმცა სხვა წლებში ის არც ამ ტურნირზე უჩიოდა შედეგიანობას.

„სევილიას“ რაც შეეხება, გუნდმა სეზონი კატასტროფულად დაიწყო - დაცვის ლიდერები ჟულ კუნდე და დიეგო კარლოსი გაყიდა და ლა ლიგაში 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს. ამიტომ, ახლა ნებისმიერი მარცხი ხულენ ლოპეტეგისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს და ის უმუშევარი დარჩეს.