ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა პოგბა მუნდიალზე: "ეგ ჩემი პრობლემა არაა",- მასიმილიანო ალეგრი

ითამაშებს თუ არა პოგბა მუნდიალზე: "ეგ ჩემი პრობლემა არაა",- მასიმილიანო ალეგრი
თარიღი 06 სექ 2022, 18:00

"იუვენტუსუს" მთავარმა მწვრთნელმა პოლ პოგბას მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფრანგი ნახევარმცველის დაბრუნების სავარაუდო თარიღი იანვარია.

"გუშინ დილით მან მეორე ვარჯიში ჩაატარა, მაგრამ მალევე შეწყვიტა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ის ოპერაციას გაიკეთებს. მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი იანვარია. ითამაშებს თუ არა პოგბა მუნდიალზე ეგ ჩემი პრობლემა არაა. "იუვენტუსის" პრობლემა ის გახლავთ, რომ იანვრამდე იუქმებს. ",- განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ პოგბა ივლისში "იუვეს" ვარჯიშზე დაშავდა. თავდაპირველად მან უარი თქვა ოპერაციაზე, რათა მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშა. 

თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ამის შემდეგ ფრანგმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.